სპორტი

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა #1TVSPORT

,,პირველი არხი” წერს, რომ ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია.

ნახეთ მეტი
Back to top button