კულტურამთავარი

საზოგადოებრივმა ტელეკომპანიამ “საბავშვო ევროვიზიის” სცენის ფოტოები გამოაქვეყნა

საზოგადოებრივმა ტელეკომპანიამ „საბავშვო ევროვიზიის“ სცენის ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კონკურსის წლევანდელი სცენა, სიმბოლოს მსგავსად, სასწაულის გარშემოა აგებული.

https://araratnews.am/show/70425?

ცენტრალური სცენა ჰგავს ბზრიალას და მის ირგვლივ არის სინათლის სიმები, რომლებიც გადმოსცემს თითოეული წარმოდგენის ენერგიას.

მე-20 საიუბილეო “საბავშვო ევროვიზიაში” მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთაც გააერთიანებს ჯადოსნური სლოგანი “დაატრიალე სასწაული”. წლევანდელი სიმბოლოა ფერადი ბზრიალა. მონაწილე ქვეყნებია: ალბანეთი, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, სომხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, პორტუგალია, სერბეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, საფრანგეთი.

წლის ყველაზე ნანატრი ღონისძიება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button