პოლიტიკა

„სომხური გზაჯვარედინი“ მსხვილი მოთამაშეების ინტერესებს შეესაბამება

,,სპუტნიკი სომხეთის” ინფორმაციით, სომხეთმა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტს ფორმა შეუცვალა და „სომხური გზაჯვარედინის“ კონცეფციის ფარგლებში წარმოადგინა. ერევანი დარწმუნებულია, რომ ამ სცენარის განხორციელება შეესაბამება რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, ისევე როგორც ისეთი მსხვილი მოთამაშეების, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ამის შესახებ თანამედროვე ჩინეთისა და ევრაზიის შესწავლის მე-4 ევრაზიული კონფერენციის გახსნაზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა გორ წარუკიანმა.

მანამდე სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტს ფორმა შეუცვალა და „ჩრდილოეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთი-დასავლეთის“ პროექტად აქცია. შედეგად, „სომხური გზაჯვარედინი“ სომხეთს დააკავშირებს ირანთან და აზერბაიჯანთან, ასევე ნახჭევანთან და თურქეთთან.

სომხეთი ითვალისწინებს ევრაზიის რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს და სამხრეთ კავკასიაში მოვლენების შესაძლო განვითარებას“, – განაცხადა წარუკიანმა.

მისი თქმით, „სომხური გზაჯვარედინის“ კონცეფცია გულისხმობს, რომ სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნის შემდეგ რესპუბლიკა გახდება დამაკავშირებელი რგოლი ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ სომხურ გზაჯვარედინს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც ირანის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ასევე ჩინეთის პროექტში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

წარუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანსპორტო ბლოკადიდან გამოსვლა. ერევანში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური კავშირების განბლოკვა და განვითარება შეიძლება გახდეს რეგიონული სტაბილურობის ქვაკუთხედი.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის სომხურ-ჩინურ ურთიერთობებში გამოუყენებელი შესაძლებლობებია სხვადასხვა სფეროში, ეკონომიკიდან ტურიზმამდე. წარუკიანის თქმით, ჩინეთი შესაძლოა დაინტერესდეს სომხეთის სატრანზიტო პოტენციალით.

ნახეთ მეტი
Back to top button