სპორტი

სომხეთის ეროვნულ გუნდს ალექსანდრე პეტრაკოვი უხელმძღვანელებს:  სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია

სომხეთის ნაკრებს უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრე პეტრაკოვი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

„14 იანვარს გაიმართა სომხეთის ფფ-ს  აღმასკომის სხდომა, რომელზეც სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი განიხილეს. 1,5 საათიანი დისკუსიის შემდეგ შემოთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩა უკრაინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე პეტრაკოვი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე პეტრაკოვი დაიბადა 1957 წლის 6 აგვისტოს კიევში.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პეტრაკოვი უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს წვრთნიდა.

უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრები პეტრაკოვის ხელმძღვანელობით 2018 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, 2019 წელს კი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები პეტრაკოვის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button