საზოგადოება

ევროსაბჭომ რეზოლუციაში დაგმო ყარაბაღში სომხური კულტურული ფასეულობების განადგურებაზე მიმართული აზერბაიჯანის პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „კულტურისთვის ახალი ევროპული დღის წესრიგის და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისთვის ევროკავშირის ახალი სტრატეგიის განხორციელება“.https://www.radar.am/hy/news/social-2550435832/? რეზოლუცია ეხება კონფლიქტის ზონებში კულტურული ფასეულობების დაცვას და გმობს ისტორიული, მხატვრული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულ განადგურებას ბოლო კონფლიქტების დროს.

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ნატალი ლუაზოს (Nathalie LOISEAU/Renew Europe/საფრანგეთი) მიერ  და ამავე ფრაქციის წევრის პეტრას აუშტრევიჩიუსის (Petras AUŠTREVIČIUS/ლიტვა) მიერ ხელმოწერილი შემუშავების საფუძველზე, აშკარად გაკრიტიკებულია აზერბაიჯანის უწყვეტი პოლიტიკა მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული ფასეულობების ნგრევის მიმართულებით.

რეზოლუციის 78-ე პუნქტში, კერძოდ, ნათქვამია: „ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, მკაცრად დაგმოს ისტორიული, მხატვრული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება ბოლო კონფლიქტების დროს, ასევე ისტორიული, მხატვრული და კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური და მიზანმიმართული განადგურება პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივებით. ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ასევე მკაცრად დაგმოს სუვერენული სახელმწიფოების, ხალხებისა თუ უმცირესობების იდენტობისა და კულტურის რადიკალური ლიკვიდაცია, მათ შორის მთიან ყარაბაღში და მის გარშემო სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და უარყოფის აზერბაიჯანის უწყვეტი პოლიტიკა.

რეზოლუცია გასული წლის დეკემბერში მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button