პოლიტიკა

ტოივო კლაარისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როლს სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  შეხვდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს. ამის შესახებ  „Aliq Media“  საქართველოს მთავრობაზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. „სხვა საკითხების პარალელურად კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ შუამავლობას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა დანაღმული ტერიტორიების რუკები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა. თბილისში ასევე გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა“, – ნათქვამია ცნობაში. ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს შუამავლის როლი მეზობელ ქვეყნებს შორის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ნახეთ მეტი
Back to top button