ეკონომიკა

ერთ წელიწადში 2000-მდე მაღალტექნოლოგიური კომპანია და 50000-მდე სპეციალისტი ეწვია სომხეთს. ქერობიანი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, სომხეთში ჩამოვიდა 2 ათასი IT კომპანია, ძირითადად რუსეთიდან, ასევე 50 ათასი პროგრამისტი და სხვა მაღალტექნოლოგიური სპეციალისტი. ამის შესახებ დღეს, 10 მარტს, “დიჯიტექ-2022” კონფერენციაზე განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა. https://tech.news.am/arm/news/952/mek-tarum მისი თქმით, ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სომხეთში მოქმედი ღია ეკონომიკის მოდელი იზიდავს მაღალტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს. მინისტრმა აცნობა, რომ მთავრობა ბიზნესის მოდერნიზაციისთვის არაერთ ხელშემწყობ ღონისძიებას ატარებს. ერთ-ერთი არის ახალი ტექნიკის შესაძენად სესხების პროცენტის სუბსიდირება, მეორე კი მოწვეული მაღალი დონის სპეციალისტების ხელფასების ნაწილობრივი სუბსიდირება.

პირველი პროგრამით უკვე შემოვიდა 1200-ზე მეტი განაცხადი, მეორის ფარგლებში კი 300-მდე. მალე ამოქმედდება მესამე კომპონენტი: ბიზნეს პროცესების დიგიტალიზაციის ხარჯების სუბსიდირება. ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ 10 მარტს, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში დაიწყო კონფერენცია „დიჯიტექ-2022“ და ამავე სახელწოდების ტექნოლოგიური გამოფენა, რომელიც ყველაზე მასშტაბურად ითვლება რეგიონში. “DigiTec Expo” არის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება რეგიონში, რომელიც 2005 წლიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას IT კომპანიებს წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები და მომსახურება. ის ორგანიზებულია მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის ინიციატივით. 2022 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიება აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად სომხეთში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო.

ნახეთ მეტი
Back to top button