ანალიტიკა

თურქი ანალიტიკოსი: “ჯანმრთელობის გამო, ერდოღანი უარს იტყვის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე”

თურქმა ჟურნალისტმა, ანალიტიკოსმა და წამყვანმა ჯან ათაკლიმ თურქეთში გასამართი ეროვნული არჩევნების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

ERMENI HABER AJANSI -ის ინფორმაციით, ანალიტიკოსი სტატიაში აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე ორი თვე დარჩა, ათაკლიმ თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა. თურქეთში ბოლო გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მან ერდოღანის კანდიდატურა ეჭვქვეშ დააყენა.

სტატიაში, კერძოდ ერდოღანის შესახებ განყოფილებაში არის შემდეგი შენიშვნა. „ჩემთვის მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ერდოღანმა ჩაატარა გამოკითხვები თავის ყველაზე სანდო ადამიანებთან, რომელთა შედეგები დიდად არ განსხვავდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებისგან. ყველა გამოკითხვის შედეგების ზოგადი მონაცემები შემდეგია. “ერდოღანი ვერ გაიმარჯვებს”, “ერდოღანი ბოლო მომენტში დათმობს საპრეზიდენტო კანდიდატურას და შესაძლოა გადაწყვიტოს დეპუტატობა”, “ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დათმობს კანდიდატურას და შესაძლოა პოლიტიკიდანაც წავიდეს”.

თავის სტატიაში თურქი ჟურნალისტი ნდობას გამოთქვამდა, რომ ედროღანის გამარჯვებაზე მიმანიშნებელი არსად არაფერი არ შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ 14 მაისს თურქეთში ეროვნული არჩევნები გაიმართება, რომლის პროცედურის განრიგი 14 მარტს თურქეთის ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა.

ნახეთ მეტი
Back to top button