წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანმა ერევანში გასამართ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა დაადასტურა

წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის ნაკრები აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერევანში გასამართ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში.
“Armenpress”-ის ცნობით, როგორც სომხეთის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ კარენ გილოიანმა განაცხადა.
„ამ დროისთვის აზერბაიჯანმა მონაწილეობა დაადასტურა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. მარტის ბოლოს აპლიკანტი ქვეყნების ფედერაციებმა ევროპის სპორტის ფედერაციაში გარკვეული ფულადი გადარიცხვა უნდა განახორციელონ. ანუ აზერბაიჯანის ნაკრების მონაწილეობა საბოლოოდ დადასტურდება, თუ ისინი ყველა განსაზღვრულ პროცდურას განახორციელებენ“, – განმარტა კარენ გილოიანმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონატის გახსნის ცერემონია შედგება ქ. 15-23 აპრილს დემირჩიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში. ერევანში გასამართი ტურნირი სარეიტინგო იქნება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისათვის.







