საზოგადოება

ეკონომიკას 190 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა   –   არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის ანგარიში

21 მარტს, არცახის რესპუბლიკის უფლებათა დამცველმა გამოაქვეყნა საგანგებო სამენოვანი ანგარიში აზერბაიჯანის მიერ არცახის  100-დღიანი ბლოკადის შედეგად ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებების დარღვევის შესახებ.

ყოვლისმომცველად და დეტალურად, 100 პუნქტში  წარმოდგენილია მონაცემები 7 ინდივიდუალური უფლების, 5 მოწყვლადი ჯგუფის და 4 კოლექტიური უფლების დარღვევის შესახებ, რაც ასახავს გაღრმავებულ ჰუმანიტარულ კრიზისს და აზერბაიჯანის გენოციდურ პოლიტიკას არცახის მოსახლეობის მიმართ. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია 24 ფოტო და 27 ადამიანის ისტორია ბლოკადის შესახებ, ბოლოს კი  აზერბაიჯანულ-ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ არცახის მოსახლეობის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და მის კონტექსტში  46 სხვადასხვა  სახის  დოკუმენტი. 

სრულ ბლოკადასთან ერთად, აზერბაიჯანი მიზანმიმართულად არღვევს არცახის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას: გაზმომარაგებას, ელექტროენერგიის მიწოდებას და კომუნიკაციებს, რათა კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარული კრიზისს და აყენებს  ადამიანურ  ტანჯვას  არცახის მოსახლეობას.

აზერბაიჯანის მიერ მიმდინარე ბლოკადა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოშლა, ასევე რეგულარულად და თანმიმდევრულად განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმები და ძალის გამოყენების მუქარა, მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდის ქვეშ მოექცეს არცახი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინების გზით, სიცოცხლისთვის აუტანელი პირობების შექმნით.  განადგურდეს  არცახის ძირძველი სომეხი მოსახლეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button