სპორტი

“არარატ-73”-ის გამარჯვებებიდან 50 წლის შემდეგ ერევანში სომხური კლუბის ბრწყინვალე სეზონის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე “არარატ-73”-ის გამარჯვებიდან 50 წლის შემდეგ ერევანში ლეგენდარული სომხური ნაკრების გამარჯვებებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა. გამოფენა სააგენტო “ფოტოლური” და ერევნის საფეხბურთო კლუბ “არარატის” ორგანიზებით მოეწყო.

ARMENPRESS-ის ცნობით, სომხეთის მხატვართა კავშირში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილია 1973 წლის „არარატის“ ბრწყინვალე სეზონის დასამახსოვრებელი ეპიზოდები, გამარჯვებები და მიღწევები.

წარმოდგენილი ფოტოების ავტორები არიან სააგენტო “ფოტოლურის” დამფუძნებლები ჰერბერტ და მელიქ ბაღდასარიანები, რომლებიც ოდესღაც საინფორმაციო სააგენტო “არმენპრესის” ფოტორეპორტიორებიც იყვნენ (რედ. სააგენტოს დამფუძნებელთაგანია მხითარ ხაჩატრიანიც, რომელიც ამჟამად ARMENPRESS-ში მუშაობს).

გამოფენაზე “არარატ-73”-ის გამარჯვებების ამსახველი 100 ფოტოა ნაჩვენები.

„რადგან წელს „არარატ-73“-ის გამარჯვებიდან 50 წლის იუბილეა, გამოფენის გამართვასა და ფოტოალბომის გამოცემაზე ვფიქრობდი, მაგრამ სპონსორის პოვნა საკმაოდ გამიჭირდა. 1973 წელს მე და ჩემი ძმაც ვიღებდით სურათებს. ასეთი არქივის ქონა, არ იქნება მართებული, რომ არ გამოვიყენო“, – განაცხადა მელიქ ბაღდასარიანმა.

გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ “არარატ-73”-ის ლეგენდარული ფეხბურთელები ედუარდ მარკაროვი, სერგეი ბონდარენკო, ნორაირ მესროპიანი, სერგეი პოღოსიანი და სხვები.

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ კარენ გილოიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „არარატ-73“-ის გამარჯვება იმის დასტურია, რომ შრომა ყოველთვის სასურველ შედეგს იძლევა.

„არარატ-73-ის გამარჯვება დიდებული იყო სომხური სპორტის ისტორიაში. ტყუილია, რომ გუნდურ სპორტში გამარჯვებას ვერ ვიზეიმებთ“, – განაცხადა გილოიანმა.

1973 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვის ვ. ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ერევნის “არარატსა” და კიევის “დინამოს” შორის ისტორიული მატჩი გაიმართა, სადაც ერევნის “არარატმა” კიევის “დინამო” 2:1 დაამარცხა და საბჭოთა კავშირის ბროლის თასს დაეუფლა. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში ერევნის „ჰრაზდანის“ სტადიონზე ერევნის „არარატისა“ და ლენინგრადის „ზენიტის“ მატჩი გაიმართა, სადაც ჰოვანეს ზანაზანიანისა და ედუარდ მარკაროვის შესანიშნავი გოლების წყალობით „არარატი“ 3:2 ანგარიშით საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ერევნის “არარატი” გახდა მე-6 გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში სსრკ ჩემპიონის და სსრკ თასის მფლობელის ტიტულები მოიპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button