სპორტი

მხითარიანი პირველი სომეხი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

მილანის ინტერის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

News.am-ის ინფორმაციით, ნახევარფინალის საპასუხო მატჩში სომხეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი “ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

პირველ შეხვედრაში მან გოლი გაიტანა, “ინტერმა” 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩში იტალიელი სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით გუნდმა არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

“ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეექვსედ გამოჩნდება. ბოლოს გუნდი ფინალში 2010 წელს გავიდა პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით და თასი მოიგო, ფინალში კი მიუნხენის “ბავარია” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. „ინტერმა“ ევროპის თასის მთავარი ტურნირის ტიტული 1964 და 1965 წლებშიც მოიპოვა. 1967 და 1972 წლების ფინალებში წააგო.

ნახეთ მეტი
Back to top button