სპორტი

მხითარიანის განსაკუთრებული მაჩვენებელი –  სომეხი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში

მილანის ინტერმა ორ მატჩში დაამარცხა მილანი და 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. წერს radar.am-ი.

ეს ნიშნავს, რომ სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი შეიძლება გახდეს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასების სამი მთავარი პრიზი მოიგო.

ჰენრიხის კოლექციაში უკვე შედის ევროპა ლიგის 2016/17 (მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად) და საკონფერენციო ლიგის 2021/22 (რომასთან ერთად) თასები. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თასი აკლია.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ეჭვი  ჰენრიხის ტრავმასთან დაკავშირებით. ფეხბურთელი გუშინდელი მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს. წინასწარი მონაცემებით, მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაზიანდა, თუმცა ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button