სპორტი

ჰრანტ-ლეონ რანოსი, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფეხბურთელი. ოფიციალური

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ჰრანტ-ლეონ რანოსი ოფიციალურად მიუნხენგლადბახის ბორუსიას ფეხბურთელი გახდა.

Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ჰრანტ-ლეონ რანოსის კონტრაქტი ახალ კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი.

ჰრანტ-ლეონ რანოსი სომხეთის საფეხბურთო ნაკრებში მიმდინარე წლის მარტში მიიწვიეს და კვიპროსის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა. რანოსი აქამდე “ბავარიის” მეორე გუნდში თამაშობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button