მთავარიპოლიტიკა

ფაშინიან-ალიევ-მიშელის შეხვედრა 21 ივლისს ბრიუსელში გაიმართება

კიშინიოვში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხები, საზღვრის დემარკაცია და საზღვრის უსაფრთხოება ორ ქვეყანას შორის, შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ, მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის აუცილებლობა. განიხილეს მთიანი ყარაბაღის, ტყვეთა,  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა  და სხვა ჰუმანიტარული საკითხები.

21 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა.

ნახეთ მეტი
Back to top button