სპორტი

ედუარდ სპერციანი რუსეთის პრემიერლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო ნახევარმცველია

ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებისა და რუსული “კრასნოდარის” ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი რუსეთის პრემიერლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ნახევარმცველია.

“არმენპრესის” ინფორმაციით, რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულს  მოსაპოვებლად მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი რუსლან ლიტვინოვი და პეტერბურგის “ზენიტის” ფეხბურთელი ვენდელიც იბრძოდნენ.

გულშემატკივრების, კლუბების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების, ლიგის ლეგენდების და ექსპერტების კენჭისყრის შედეგად საუკეთესოდ აღიარეს ედუარდ სპერციანი.

ედუარდ სპერციანი ასევე არის რუსეთის პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის მქონე ფეხბურთელი.

ნახეთ მეტი
Back to top button