სპორტი

“აიაქსს” ედუარდ სპერციანის შეძენა სურს

ამსტერდამის “აიაქსს” რუსული “კრასნოდარის” და სომხეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის ედუარდ სპერციანის შეძენა სურს, SPORT.NEWS.am-ის ინფორმაციით, იუწყება Championat.com.

ჰოლანდიური კლუბი მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს “კრასნოდართან”, რომელიც მზადაა 10 მილიონ ევროზე მეტი შეთავაზების შემთხვევაში ედუარდ სპერციანის ტრანსფერი გაყიდოს.

მიმდინარე სეზონში ედუარდ სპერციანმა “კრასნოდარის” შემადგენლობაში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი რუსულ კლუბთან 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი.

ნახეთ მეტი
Back to top button