სპორტი

მსოფლიოს თასზე მინდა მონაწილეობა, მაგრამ, როგორც სომეხი, ბაქოში წასვლისას თავს დაცულად ვერ ვიგრძნობ. ლევონ არონიანი

დიდოსტატ ლევონ არონიანს, როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს ჭადრაკის თასი, სურს 2023 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობა, მაგრამ როგორც სომეხი, აზერბაიჯანში წასვლისას თავს დაცულად ვერ იგრძნობს.

Armenpress-ის ინფორმაციით, ასეთი პოსტი არონიანმა Twitter-ის თავის მიკრობლოგზე გააკეთა.

„დილემის წინაშე ვდგავარ. როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს მსოფლიო თასი, მინდა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, მაგრამ როგორც სომეხი, ბაქოში წასვლისას თავს დაცულად ვერ ვიგრძნობ“, – განაცხადა არონიანმა.

მან დასძინა, რომ იმის გამო, რომ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ჰიბრიდულ ფორმატს უწყობს ხელს, მას სურს ითამაშოს ნებისმიერი შესაძლო ადგილიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button