სპორტი

ჟირუს მაისურის გაყიდვიდან შემოსული თანხა არცახს გადაერიცხება

იტალიის “მილანისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს მაისური პარიზში აუქციონზე გაიყიდა. თანხა არცახში გადაირიცხება ორგანიზაციის Espoir pour l’Arménie (“იმედი სომხეთისთვის”) მეშვეობით.

News.am-ის გადმოცემით, ჟირუ 2022 წელს ამ მაისურით მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ინგლისთან და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

საფრანგეთის ნაკრებმა 2:1 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც არგენტინასთან დამარცხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button