
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ლორა კუპერს შეხვდა.
ამის შესახებ არმენ გრიგორიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„შეხვედრაზე ჩემს თანამოსაუბრესთან განვიხილეთ თავდაცვის სფეროში სომხურ-ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, სომხეთის შეიარაღებული ძალების რეფორმის პროცესი. ამ უკანასკნელის კონტექსტში წარმოვადგინე სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დემოკრატიული მართვისკენ. შევეხეთ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებს “.







