
საფრანგეთი ითხოვს ორივე მიმართულებით ხალხის, საქონლისა და ტვირთების თავისუფალ გადაადგილების აღდგენას ლაჩინის დერეფნის გავლით, ასევე მოსახლეობისთვის გაზისა და ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებას, – Twitter-ზე წერს საფრანგეთის ელჩი სომხეთში ოლივიე დეკოტინი.
„ჩვენ ევროკავშირთან ერთად ერთგული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას რეგიონში “, – აღნიშნა დიპლომატმა.







