
29 აგვისტოს სრ მინისტრთა საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ინდოეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აჯიტ დოვალს.
Radar.am-ის გადმოცემით, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მიულოცა ,,Chandrayaan 3“ მისიის მთვარეზე წარმატებული დაშვება. ზემოაღნიშნულის ფარგლებში განიხილეს კოსმოსური ინდუსტრიის სფეროში შესაძლო ერთობლივი პროგრამების განხორციელება.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც ა.გრიგორიანმა წარმოადგინა მთიანი ყარაბაღის ჰუმანიტარული კრიზისი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას მის დაძლევაში.
თანამოსაუბრეებმა კმაყოფილებით გაამახვილეს ყურადღება სომხეთ-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესზე და განიხილეს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები რიგ სფეროებში.







