მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

13 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან. ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

საბარი შეეხო იმავე საკითხებას, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილებოდა. ეს იყო  სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

მინისტრმა მირზოიანმა ილაპარაკა რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მიუთითა პარტნიორების ძალისხმევისა და გზავნილების მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია სომხეთის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის შესაჩერებლად და აზერბაიჯანის კონსტრუქციულ ველზე დასაბრუნებლად.

რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევის კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის აუცილებლობას.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა გააგრძელოს დიალოგი სხვადასხვა პლატფორმებსა და ფორმატებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button