ეკონომიკამთავარი

სომხეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი 5-6 პროცენტია  –   ფინანსთა მინისტრი

ამ დროისთვის სრ  ეკონომიკური ზრდის პოტენციალი 5-6 პროცენტია, ამაზეა დამოკიდებული გასახორციელებლი  კაპიტალური ინვესტიციები, ჩვენი მთავარი ძალისხმევა ამ პოტენციალის გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ სრ ეკონომიკის მინისტრმა ვაჰე  ოვანესიანმა დღეს პარლამენტში მუდმივმოქმედი კომისიების სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამთო მრეწველობაში კაპიტალის დაგროვება შემაშფოთებელია და ჩვენს ეკონომიკაში ბევრია გასაკეთებელი და პრობლემა.

სომხეთის მთავრობა 2024 წელს 6,5 მილიარდი დოლარის  საგადასახადო შემოსავლებს ელის. მინისტრის თქმით, მრეწველობა და მაღალი ტექნოლოგიები ის მიმართულებები უნდა იყოს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ პროდუქტიულობის დონე სომხეთში მუდმივად უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა მან.

შეეხო რა ობლიგაციებს  ვაჰე ჰოვანნისიანმა განაცხადა, რომ უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორები დაინტერესებულნი არიან ობლიგაციებით, რაც მოწმობს, რომ ჩვენი ქვეყანა და ობლიგაციები ძალიან მიმზიდველია და  ეს ბუნებრივია სომხეთის მუდმივად გაუმჯობესებადი რეიტინგისას.

ნახეთ მეტი
Back to top button