სპორტი
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ახალი ლოგო აქვს

სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ლოგოს ანახლებს. სფფ-ს განახლებულ ლოგოში დაცულია ძველის მთავარი სიმბოლოები: არარატის მთის გამოსახულება, აბრევიატურა (სფფ) სომხური დამწერლობით და სტრუქტურის სახელწოდების წრიული ლათინური წარწერა.
„დროის ერთ-ერთი იმპერატივი ის არის, რომ ლოგოებმა მიიღონ უფრო დახვეწილი ხაზები, ჰქონდეს უფრო გლუვი გადასვლები ელემენტებს შორის, მათი ნიუანსებისა და ფერების კომბინაცია. განახლებული ლოგო სწორედ ამ ლოგიკის ფარგლებში შეიქმნა.
სიმბოლო, რომელიც წლების განმავლობაში ახლდა სფფ-ს და ეროვნულ ნაკრებებს, ამიერიდან ახალი ფორმით იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია სფფ-ს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.







