სპორტი

მალხას ამოიანი – ევროპის სამგზის ჩემპიონი

სომხეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მალხას ამოიანმა კარიერაში მესამედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, რომელმაც მსოფლიო ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, თურქი იუნუს ბასარი 7-0 დაამარცხა ბუქარესტის ჩემპიონატის ფინალში, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მალხას ამოიანმა ბრძოლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც შთამბეჭდავად 10:1 მოუგო იტალიელ რიკარდო ვიტო აბრესიას. სომეხმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში 3:2 მოუგო დამოუკიდებელი ქვეყნების დროშის ქვეშ მყოფ რუს ადლეტ ტილუბაევს, ნახევარფინალში კი მოლდოველ ალექსანდრ გუტუს 2:1 -ით.

დღეს მოგვიანეით სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის  ფინალში გავიდა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი არტურ ალექსანიანი.

ნახევარფინალში ევროპის 6-გზის ჩემპიონი ალექსანიანი ბელორუს აბუბაქარ ხასლახანავს ეჭიდავა და 5:1 მოიგო. ალექსანიანმა ბრძოლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც თურქი ბეიტულა კაისდაგინი დროზე ადრე 9:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ჩვენმა მოჭიდავემ ჰოლანდიის წარმომადგენელ ტირონ სტენკერბურგს 8:3 მოუგო. სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველი მედალი 55 კგ-იანმა მანველ ხაჩატრიანმა მოიპოვა, რომელიც ევროპის უფროსთა ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს. ხაჩატრიანი გადამწყვეტ ჭიდაობაში ბულგარელ სტეფან ჰრისტოვ გრიგოროვს დაუპირისპირდა და ვადაზე ადრე 8:0 მოუგო.

ნახეთ მეტი
Back to top button