ანალიტიკა

“საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი…” – როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

Ambebi.ge წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის“ (DW) მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვას ელის. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

“ჩვენ უფრო ახ­ლოს ვართ და რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი ბევ­რად უკეთ გვიც­ნო­ბენ, იც­ნო­ბენ ხალ­ხს, ჩვენს ხა­სი­ათს. ასე რომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათ­თვის უფრო ად­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­რე­ვა, რად­გან ეს მათ­თვის ცნო­ბი­ლი ნი­ა­და­გია. ამავდრო­უ­ლად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბია საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და, რაც დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­გან. ასე რომ, ჩვენ­თან შე­იძ­ლე­ბა გამ­ძლე­ო­ბა ცოტა უფრო მა­ღა­ლია, მაგ­რამ ჩვენ ამის (რუ­სე­თის ჩა­რე­ვის) საფრ­თხის წი­ნა­შე მიმ­დი­ნა­რე წელს დავ­დგე­ბით, რად­გან ოქ­ტომ­ბერ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია. ასე რომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ჩა­რე­ვას უნდა ვე­ლო­დოთ, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

“ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნებ­ლად აფა­სე­ბენ და მსგავს საფრ­თხეს არც გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

“ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბის დროს ან თავი შე­ი­კა­ვოს, ან თუ აკე­თებს ამ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს, და­ა­კონ­კრე­ტოს, რაში უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს რუ­სე­თის ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში – ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ვენ­დე­ტა “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა. მისი შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წი­ლი.

თბილ­სი­ის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა და მას­ში ჩა­რე­ვას ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ შეძ­ლებს. “არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა­ვის აქვს, არც რუ­სეთს, არც ევ­რო­კავ­შირს, არც აშშ-ს. ამას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, რო­გორც ტარ­დე­ბო­და. 2012 წლის შემ­დეგ, ყვე­ლამ იცის, რო­გორ ვა­ტა­რებთ არ­ჩევ­ნებს და ეს სტან­დარ­ტი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, პო­ლი­ტი­კოსს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აწარ­მო­ოს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, შეხ­ვდეს მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­აც­ნოს თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ შეძ­ლებს“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფე­სორ ლაშა ძე­ბი­საშ­ვილ­თან სა­უ­ბარს სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდილ რუ­სულ ჰიბ­რი­დულ გავ­ლე­ნა­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და­ზე ვი­წყებთ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბერ­კეტს წარ­მო­ად­გენს.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ გა­მა­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მი­დის რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომი, ფაქ­ტია და ეს სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის რუ­სე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბერ­კეტს წარ­მო­ად­გენს. ჰიბ­რი­დუ­ლი გუ­ლის­ხმობს რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას. სა­უ­ბა­რია პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შე­ებ­ზე და ფი­გუ­რებ­ზე, ასე­ვე ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა­ზე. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი გავ­ლე­ნა ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რის გარ­და, სა­ინ­ფორ­მა­ციო, მე­დია სივ­რცე­ში, სოცქსე­ლებ­ში და სხვა მრა­ვალ სფე­რო­ში აი­სა­ხე­ბა.

კა­ტას­ტრო­ფუ­ლად არის გაზ­რდი­ლი რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და, რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­სარ­გებ­ლო და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი მე­სი­ჯე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში. ისიც ფაქ­ტია, რომ ამ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ნა­ირ ნა­ბიჯს არ დგამს. შეგ­ვიძ­ლია ეს მი­ვი­ღოთ რო­გორც მწა­რე რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ ასეა.

როცა სა­ხელ­მწი­ფო არა­ვი­თარ ნა­ბიჯს არ დგამს რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი პრო­ცე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მის ასა­ლაგ­მა­ვად, ჩნდე­ბა კი­თხვა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი თუ ისე არ წა­ვი­და, რო­გორც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ბუ­ნებ­რი­ვად და ობი­ექ­ტუ­რად ხომ არ ჩნდე­ბა გარ­კვე­უ­ლი რის­კი და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა იმის­თვის, რომ პრო­ცე­სე­ბი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ წა­იყ­ვა­ნოს. ვფიქ­რობ, ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა, რა­საც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი გა­აჩ­ნია.

ამ გა­მა­ლე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში, თა­ვი­სუფ­ლად, უპ­რობ­ლე­მოდ და ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე (ხში­რად – ხელ­შე­წყო­ბი­თაც კი) ვრცელ­დე­ბა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი რუ­სუ­ლი მე­სი­ჯე­ბი, მათ შო­რის მე­დია სივ­რცე­ში. ბევ­რი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, ერ­თია, რომ აქ ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ვად ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლეა, ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია თუ სხვა, რო­მე­ლიც ერთი-ერ­თზე იმე­ო­რებს იმ პირ­და­პირ გზავ­ნი­ლებს, რაც კრემლში იწე­რე­ბა (ჯერ რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა, მერე ჩვენ­თან ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე), ამ მე­სი­ჯე­ბის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი დამ­თხვე­ვით ხდე­ბა ხოლ­მე, იქ­ნე­ბა ეს ომის თე­მას­თან, და­სავ­ლეთ­თან, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან თუ სხვა თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლა იმ თე­მა­ტურ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან რუ­სე­თის­თვის სა­ზი­ა­ნოა, მი­დის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო შე­ტე­ვა. თუ ნა­ხავთ მე­სი­ჯებს, რომ­ლებ­საც კრემ­ლი გას­ცემს და მერე მათ შე­ა­და­რებთ მე­სი­ჯებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მხო­ლოდ კრემ­ლის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აგენ­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, არა­მედ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმე­ო­რე­ბენ, მიხ­ვდე­ბით, რომ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე. ზო­გა­დად, ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის საფრ­თხის აღ­ქმის პრობ­ლე­მა გვაქვს“.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელს არ შე­უ­წყობს ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს არ პა­სუ­ხობს, ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვას. მა­ინც რას უნდა ვე­ლო­დოთ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის­გან და რა უნდა გა­კეთ­დეს პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რათა კრემ­ლმა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნოდ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა ვერ შეძ­ლოს, ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი გვიხ­სნის:

“ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ რა­ღაც ისე­თი სას­წა­უ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ის უნა­რი არ არის სა­ჭი­რო სა­ი­მი­სოდ, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ – იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მაგ. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი არ მი­დის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც პი­რო­ბი­თად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ან იგი­ვე კრემ­ლი ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ ბუ­ნებ­რი­ვია, მოხ­დე­ბა იმ პრო­ცე­სე­ბის წა­მო­წყე­ბა და გა­თა­მა­შე­ბა, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას მო­ახ­დენს. მაგ. ვი­ცით, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხრე­ე­ბი ჰყავს, ამას არა­ვინ უარ­ყოფს. ისი­ნი გვარ­წმუ­ნე­ბენ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვალ­თო და თე­ო­რი­უ­ლად და­ვუშ­ვათ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში “ოც­ნე­ბა“ ამას ვერ აღ­წევს. ის­მის კი­თხვა – რა უნდა მოხ­დეს ისე­თი, რომ ეს პრო­ცე­სი პი­რო­ბი­თად შე­ჩერ­დეს, ან სხვა მოვ­ლე­ნით გა­და­ი­ფა­როს? ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­ი­წყოს გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, რუ­სე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში და სხვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი და­ი­წყოს გარ­კვე­უ­ლი ხა­სი­ა­თის კრი­ზი­სე­ბის გა­თა­მა­შე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­ზეც მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის და აქ­ცენ­ტე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­და­ტა­ნა. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნად გახ­დე­ბა ეს კარ­გი სა­ფარ­ვე­ლი, თუ სა­ბა­ბი იმი­სა, რომ შემ­დგომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ისევ კრემ­ლის­თვის სა­სურ­ველ კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­დეს, ეს უკვე სხვა საქ­მეა, მაგ­რამ ის, რომ პა­ტა­რა, თუ სა­შუ­ა­ლო დო­ნის კრი­ზი­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შეც­ვლა და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა, ეს სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ნაკ­ლე­ბად ველი რა­ი­მეს ორ­გა­ნი­ზე­ბას, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას იმი­ტომ, რომ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვეთ, ძი­რი­თა­დად სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პარ­ტი­ე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის დე­კონ­სტრუქ­ცია-დე­მონ­ტაჟ­ში. როცა ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ან, ისე გა­უტ­კბე­ბათ ხოლ­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­იმ­ყა­რონ და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მო­შა­ლონ. ამი­ტომ აქ სა­ხელ­მწი­ფოს ნაკ­ლე­ბად ვენ­დო­ბო­დი, თუმ­ცა ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ხელ­მწი­ფო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში ჩად­გეს და არც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ შე­ლა­ხოს, არ მო­ახ­დი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი უზურ­პა­ცია. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც ვერ გა­ბე­და 2012 წელს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი იყო იმი­სა, რომ ამას აპი­რებ­და. ვი­ტყო­დი, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს უნდა იყოს მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო, რომ თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა დო­ნე­ზე, ყველ­გან იქ­ნას და­ნა­ხუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა ან უზურ­პა­ცია. მე­ო­რეს მხრივ, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა, ყველ­გან და ყვე­ლა მი­სა­მარ­თზე, რათა თა­ვი­დან­ვე, სა­წყის ეტაპ­ზე მი­ვა­ნიშ­ნოთ ყვე­ლას, ვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პი­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, რომ ეს მარ­ტი­ვად არ გა­მო­უ­ვათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს თუ არ და­ა­ნა­ხათ, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­ვი­ლად და­ას­რუ­ლებს ყვე­ლა­ფერს და მე­ო­რე დღეს­ვე ტო­ტა­ლი­ტა­რულ და ავ­ტო­რი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ამოვ­ყოფთ თავს.

არ მგო­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა სქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე და რუ­სე­თუ­მეა, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, რომ ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ატა­რებს, რუ­სე­თის­თვის მეტ­ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბია, ბუ­ნებ­რი­ვია, მწყა­ლო­ბე­ლი თვა­ლით უყუ­რებს ამ პრო­ცე­სებს და ხელ­საც უწყობს ამ პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში. გა­სა­გე­ბია, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის რუ­სე­ბის მთავ­რო­ბა, არი­ან რუ­სე­ბის მო­ნე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც მი­ნი­მუმ, ყვე­ლა არ მგო­ნია ასე­თი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცე­ებს უფრო მე­ტად და­ვუ­ძა­ხოთ ეს სა­ხე­ლი, ვი­ღა­ცე­ებს – ნაკ­ლე­ბად, ან სა­ერ­თოდ – არა, მაგ­რამ ზო­გა­დად ვი­ტყო­დი, რომ პო­ლი­ტი­კა, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ატა­რებს, პირ­ველ რიგ­ში, მორ­გე­ბუ­ლია მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მათი ინ­ტე­რე­სე­ბის (კერ­ძო, თუ მათი პარ­ტი­ის) გამ­ტა­რე­ბე­ლია, მე­ო­რეს მხრივ, რუ­სე­თის­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელს არ შე­უ­წყობს ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს არ პა­სუ­ხობს, ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა ჩა­რე­ვას და ხე­ლის შეშ­ლას“.

ნახეთ მეტი
Back to top button