
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების დაწყების ზუსტი დროის განსაზღვრა სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უჭირს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს სამუშაოები პრაქტიკულად ტავუშის რეგიონიდან დაიწყოს. შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ფაშინიანმა მითითებები უკვე გასცა. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ნიკოლ ფაშინიანი სომხური მედიის წარმომადგენლების კითხვებს დაახლოებით სამნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. მას ორ ათეულზე მეტი შეკითხვა დაუსვეს, დაწყებული საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებიდან შიდაპოლიტიკურ საკითხებსა და კონსტიტუციის ცვლილებამდე.
არსებობს შესაძლებლობა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელი შეწყდეს, დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა და განიხილება მოლაპარაკებებში. თუმცა სომხურ მხარეს აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ რა შემთხვევაში გადადგამს ამ ნაბიჯს.
„ეს არის საკითხი, რომლის განხილვაც შესაძლებელია ბოლომდე, როცა რეალურად უკვე შეთანხმებული იქნება სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებები და უკვე აშკარა იქნება, რომ ორივე მხარე მზადაა ხელი მოაწეროს მათ. ლოგიკურია ის კითხვაც, თუ მხარეები ხელს აწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რატომ აგრძელებენ იურიდიულ ომებს ერთმანეთის წინააღმდეგ? არ გამოვრიცხავ ორივე მხრიდან ასეთ გადაწყვეტაზე წასვლას. ეს არ ეხება მხოლოდ სომხეთს და თუ ისინი არ მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სრ-სთვის ეს არის ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგისა და სათქმელის წინსვლისათვის.
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა ევროსასამართლოში, ხოლო კიდევ ერთი საჩივარი აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში განიხილება. აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ორი სარჩელი წარმოადგინა, რომლებიც, ექსპერტების აზრით, სუსტი და უპერსპექტივოა.
ფაშინიანი ამბობს,რომ მოლაპარაკებების ოთახში ატმოსფერო “პოზიტიურია” არ არის. ურთიერთობების მოწესრიგების პრინციპების დამკვიდრებისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თაობაზე სიტყვიერი განცხადებების დამკვიდრების შემდეგაც კი არ არის ნათელი, თუ რას გულისხმობენ მხარეები ამ ფორმულირებებით.
ფაშინიანმა ასევე მოამზადა ვიზუალური პასუხი კითხვაზე, თუ რა ესმის სომხეთს. მან პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სომხეთის რუკის მოდელი, რომელიც შეესაბამება ალმათის დეკლარაციას, სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაფიქსირებულ 29800 კვადრატულ კილომეტრს, რომელშიც აზერბაიჯანის ანკლავიც არის შეტანილი მცირე ნაწილით. პრესკონფერენციაზე პრემიერმა არაერთხელ გამოიყენა რუკა თვალსაჩინოებისათვის.
„სომხეთის რესპუბლიკა არის ის რაც არსებობს მის ადინისტრაციული აქეთ მხარეს, პირობითად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი არის ის რაც ამ საზღვრებს მიღმა არსებობს“.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელ მხარეზეა განთავსებული სოფლები, რომლებსაც აზერბაიჯანი კვლავ ითხოვს სომხეთისგან, მათი აზერბაიჯანული სახელების გამოქვეყნებით. პრემიერ-მინისტრი მხოლოდ განმარტავს, რომ ტავუშის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მყოფი რომელიმე სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემა გამორიცხულია. თუმცა, ამ ტერიტორიაზე არის გზები, რომლებიც შეიცვლება, რადგან ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის კომუნიკაციების ნაწილი. ფაშინიანი სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ დემარკაცია და დელიმიტაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტავუშის რეგიონიდან დაიწყება.
„მიუღებელი და აბსურდული საუბარია, რომ ტავუშის რეგიონიდან ნებისმიერი დასახლებული პუნქტი შეიძლება გადაეცაზერბაიჯანს, მაგრამ როცა ამ რუკას ავიღებთ, ზუსტად ამ რუკაზე ვხედავთ, რომ, მაგალითად, სოფელ ვოსკეპარის მონაკვეთზე გზის ნაწილი კვეთს დე იურ სომხეთის ხაზს, შემდეგ კი ისევ სომხეთის ტერიტორიაზე შედის. წინა დისკუსიებში ისეთი ფონი იყო, რომ ეს საკითხი შემდეგნაირად მოვაგვარებოდა: შევინარჩუნებდით გზის ამ ნაწილს, სამაგიეროდ მივცემდით ექვივალენტს სხვა ადგილიდან და ა.შ და ა.შ., მაგრამ ჩვენ მოგვიანებით, მივედით დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება საჭირო არ არის, რადგან დამატებით გაურკვევლობას ქმნის. რამდენიმე პატარა ნაჭერია, არაუშავს სხვა მხარეს ავაშენებთ. მე უკვე გადავეცი ეს აზრი კომისიას და უახლოეს მომავალში მივალ და ჩვენი სოფლების მცხოვრებლებს ავუხსნით, თუ რას ვფიქრობ და რატომ ვფიქრობ ასე“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სამშვიდობო დღის წესრიგის არსებობა-არარსებობა სომხეთის არსებობა-არარსებობის საკითხს უტოლდება. ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ “მშვიდობის დღის წესრიგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიტოვებული” და რუკა, რომელიც პრემიერს ხელში ეჭირა პრესკონფერენციაზე, ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაა. მისი თქმით, „რაც რუკაზეა გამოხატული, სრულიად და ცალსახად ლეგიტიმურია“, ლეგიტიმურობა კი ის ფაქტორია, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ყველა მადას , „მათ შორის ჩვენსაც“, ამბობს ფაშინიანი.







