
როცა ჩვენი დაცვის დრო დადგა, რუსეთმა არ დაგვიცვა. ჩვენ კვლავ გამოვთქვით იმედი, რომ დაგვიცავდნენ. მერე ისევ მოგვატყუეს და ბოლოს სცადეს ჩვენი ჩათრევა ახალ ომში უკვე სრ-ს ტერიტორიაზე, რათა მოსულიყვნენ და ,,გადაერჩინათ“ სრ. ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა.
„არავინ არაფერს არ აკეთებს რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ ბაღის ბავშვს შეუძლია ამის ახსნა. ჩვენ გვყავდა მეგობარი, მოკავშირე, რომელსაც უნდა დავეცავით. უფროსმა ძმამ, როგორც იტყვიან, როდესაც ჩვენი დაცვის დრო დადგა, არ დაგვიცვა, მარტო დაგვტოვა.
ჩვენ კვლავ გამოვთქვით იმედი, რომ ის დაგვიცავს, ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა დრო დადგა. მერე ისევ მოგვატყუეს, მოგვატყუეს, მოგვატყუეს და ბოლოს უკვე სომხეთის ტერიტორიაზე ცდილობდნენ ახალ ომში ჩვენს ჩათრევას, რათა მოსულიყვნენ და სომხეთი „გადაერჩინათ“. დიახ, ვაცხადებ, რომ რუსეთმა, ჩვენმა მოკავშირემ, მიგვატოვა ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ეს ფაქტია“, – განაცხადა სიმონიანმა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კუხო-ში.
სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კუხო-ში მანამ, სანამ არ გავიგებთ, არსებობს თუ არა ეს ორგანიზაცია, ფუნქციონირებს თუ არა, ტოვებს თუ არა ჩვენს რეგიონს, აპირებს თუ არა აზერბაიჯანს დაურეკოს მაინც და უთხრას, რომ ჯარები ჯერმუკის მახლობლადაა, ეს კუხო-ს ტერიტორიაა, ასე რომ საჭირო არაა მოსვლა და ნახვა“, – თქვა სიმონიანმა.







