სპორტი

ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი 2027 წელს ერევანში გაიმართება

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში სომხეთში გაიმართება.

Armenpress-ის ინფორმაციით, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება სომხეთს მიანდოს. სომხეთის განაცხადი საერთაშორისო ფედერაციას სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა არაიკ ჰარუთუნიანმა წარადგინა. ეს ოლიმპიური სპორტის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც სომხეთში ტარდება.

2023 წელს ერევანში გამართულ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე სომეხმა ძალოსნებმა სულ 36 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 12 ოქროს, 11 ვერცხლის და 13 ბრინჯაოს მედალი ატაცში და აკვრაში. ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ორგანიზებისთვის სომხური მხარე სუვენირებით დააჯილდოვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button