საზოგადოება
აზერბაიჯანის მთავრობა არასოდეს წავა მშვიდობისკენ – თათოიანი

წუხანდელი აზერბაიჯანული სროლები სომხეთის ტავუშის რაიონის სოფლების (მოვსეს, ნერკინ კარმირაღბიური და ა.შ.) მიმართულებით და უშუალო სიახლოვეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არასოდეს წავა მშვიდობისკენ. ამის შესახებ განცხადება სამართლისა და მართლმსაჯულების ცენტრის ფონდ „თათოიანის“ დირექტორმა არმან თათოიანმა გაავრცელა.
„აზერბაიჯანის მთავრობა აგებულია რასიზმზე და სომხების მიმართ სიძულვილზე. ეს მათთვის არსებობის გარანტიაა.
ამ პერიოდულმა დანაშაულებმა შეარყია ჩვენი სოფლებისა და ქალაქების უსაფრთხოება, ადამიანები მოკლებულნი არიან მშვიდობას და უსაფრთხო ცხოვრებას, ოჯახში შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
ამიტომ მათი ყოფნა ჩვენი სოფლების მიდამოებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს დაშვებული“.







