ეკონომიკამთავარი

ევროპის საინვესტიციო ბანკი სომხეთს 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს  –  ეროვნულმა ასამბლეამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა სომხეთის რესპუბლიკასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების „ერევნის ენერგოეფექტურობის მეორე ეტაპი“.

„ARMENPRESS“-ის  ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე ხელშეკრულების რატიფიცირების პროექტი 57 მომხრე და 26 წინააღმდეგი ხმით მიიღეს.

სომხეთის რესპუბლიკასა და ევროპულ საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება „ერევნის ენერგოეფექტურობის მეორე ეტაპი“ 2023 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სომხეთის რესპუბლიკას 25 მლნ. ევროს სესხს გამოუყოფს  მდგრადი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ერევნის საჯარო შენობებს, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და პოლიკლინიკებს.

ნახეთ მეტი
Back to top button