პოლიტიკა

სომხეთი პირველად მიიღებს დახმარებას ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან. რადიოსადგური ,,თავისუფლება“

ბრიუსელში მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება სომხეთისთვის ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან დახმარების გაწევის თაობაზე.

როგორც იუწყება Armenpress-ი, ,,თავისუფლების“ განკარგულებაშია დიპლომატიური დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ევროკავშირი ერევანისთვის 10 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, რომელიც 30 თვის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს.

თანხა, დოკუმენტის მიხედვით, ერთი ბატალიონისთვის მოდულური საველე ბანაკის შესაქმნელად უნდა გამოიყოს, რომელშიც ასევე იქნება ერთი სამედიცინო დახმარების კლინიკა, ასევე შესაბამისი სერვისები და შესაძლებლობები.

„ამ მხარდაჭერის მიზანია დაეხმაროს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს გაზარდონ მათი გამძლეობა და სტაბილურობის აღმშენებლობის შესაძლებლობები და ამით უკეთ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის ეს ფონდი 2021 წელს შეიქმნა. მიზანია სახსრების გამოყოფა არალეტალური იარაღის ან შესაძლებლობების შესაძენად, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას, თავიდან აიცილოს კონფლიქტები და გააძლიეროს საერთაშორისო უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში.

ნახეთ მეტი
Back to top button