პოლიტიკა

პუტინი და ფაშინიანი მალე შეძლებენ პირადად განიხილონ ყველა საკითხი  –  დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოკლევადიან პერსპექტივაში შეძლებენ პირადად განიხილონ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის რუსი მესაზღვრეების ტავუშის რეგიონიდან გაყვანის საკითხსაც.  

ამის შესახებ  “რია ნოვოსტი” პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსი მესაზღვრეების საგუშაგოების ტავუშის რეგიონიდან გაყვანის თაობაზე სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე, პესკოვმა განაცხადა, რომ სომხური მხარის სიგნალები ამ კუთხით არ ყოფილა.

„მოველით, რომ მოკლევადიან პერიოდში პრეზიდენტ პუტინს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ექნებათ შესაძლებლობა პირადად განიხილონ ეს და საჭიროების შემთხვევაში სხვა აქტუალური საკითხები“, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button