მთავარიპოლიტიკა

პუტინის პრესმდივანმა განმარტა, თუ რატომ დატოვეს რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღი

რუსმა სამშვიდობოებმა მთიანი ყარაბაღი დატოვეს, რადგან რეგიონში მათთვის ფუნქციები აღარ დარჩა. ამის შესახებ პირველი არხის ეთერში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, სიტუაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სომხეთმა აღიარა აზერბაიჯანის საზღვრები.

„ეს (სამშვიდობოების გაყვანა) შეესაბამება ამჟამინდელ რეალობას, რომელიც ჩამოყალიბდა რეგიონში მას შემდეგ, რაც სომხეთმა აღიარა აზერბაიჯანის საზღვრები 1991 წლის მდგომარეობით“, – განმარტა კრემლის წარმომადგენელმა.

იქ გეოპოლიტიკური რეალობები შეიცვალა და მათ აღარ აქვთ ფუნქციები.

პესკოვი ხელმოწერილ განცხადებას ამჟამინდელ რეალობას უპირისპირებს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთთან ხელშეკრულებები არაფრად არ ღირს, რადგან არსებული რეალობის კორექტირება ყოველთვის შეიძლება.

ნახეთ მეტი
Back to top button