პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას სომხეთის სუვერენული ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 23 აპრილს სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზი ტავუშის მიმართულებით შეიცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ სომხეთის ზოგიერთი სუვერენული ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცემა.

Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, გაცნობებთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოების განხორციელების და მოქალაქეების მიმდებარე დანაღმულ ტერიტორიებზე შეღწევის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიკეტა ბაღანის-ვოსკეპარის საავტომობილო გზა. დღეს ბაღანის-ვოსკეპარის მონაკვეთზე დელიმიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება იგეგმება. ასევე გაცნობებთ, რომ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცემა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე დღეს ცვლილებები არ მოხდება. საზღვრის დელიმიტაციის შემდეგ სასაზღვრო ხაზის დაცვა გადაეცემა სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button