საზოგადოება

SIPRI. სომხეთში თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა

სომხეთის თავდაცვის ხარჯები 2022 წელს 795 მილიონი დოლარიდან 2023 წელს 1 მილიარდ 330 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამას მოწმობს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემები.

ხარჯები მშპ-ს 4,1%-დან 5,5%-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ეს ხარჯები გაიზარდა 2 მილიარდ 991 მილიონი დოლარიდან 3 მილიარდ 561 მილიონ დოლარამდე, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 3,8%-დან 4,6%-მდე. სამხედრო ხარჯები თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა ირანში (6,8-დან 10,3 მილიარდ დოლარამდე) და თურქეთში (10,6-დან 15,8 მილიარდ დოლარამდე).

ნახეთ მეტი
Back to top button