მთავარიპოლიტიკა

სომეხთა გენოციდი XX საუკუნის პირველ გენოციდად ითვლება

1915 წლის დანაშაული, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა, მეოცე საუკუნის პირველ გენოციდად ითვლება.

 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მმართველი პარტიის, ახალგაზრდა თურქების „იტტიჰად ვე თერაკის“ მიერ ორგანიზებული სომხების გენოციდის შედეგად განადგურდა ოსმალეთის იმპერიის სომხური მოსახლეობა, მათ შორის დასავლეთ სომხეთის სომეხი მოსახლეობა. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როცა კონსტანტინოპოლში წინასწარ მომზადებული სიების მიხედვით დააკავეს ინტელიგენციის  235-მდე სომეხი წარმომადგენელი.

ფართო გაგებით, სომხების გენოციდი მოიცავს 1894-1932 წლეებში გენოციდურ ქმედებებს, დეპორტაციას, სომხების ხოცვა-ჟლეტას, ეთნიკურ წმენდას, სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ასევე ოსმალეთის იმპერიის მიერ დაგეგმილ გენოციდზე პასუხისმგებლობის უარყოფას.

სომეხთა გენოციდი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: სომეხი ჯარისკაცების განიარაღება, სომხების შერჩევითი დეპორტაცია სასაზღვრო რაიონებიდან, „დეპორტაციის შესახებ კანონის“ მიღება, მასობრივი დეპორტაცია და სომხების მკვლელობა.

გენოციდის მთავარი ორგანიზატორები არიან „ახალგაზრდა თურქების“ ბელადები  თალეათი,  ჯემალი  და ენვერი, ასევე “სპეციალური ორგანიზაციის” ხელმძღვანელი ბეჰაედდინ შაკირი. სომხების გენოციდის პარალელურად, ოსმალეთის იმპერიაში მოხდა ასურელებისა და პონტოს ბერძნების ხოცვა-ჟლეტა.

სომხური დიასპორის უმეტესი ნაწილი წარმოიშვა ოსმალეთის იმპერიიდან დეპორტირებული და სომხების გენოციდს გადარჩენილი სომხებისგან.

ჰოლოკოსტის შემდეგ, სომეხთა გენოციდი ითვლება მეორე ყველაზე შესწავლილად ისტორიაში.

1915 წლის 24 მაისის ერთობლივ დეკლარაციაში, ისტორიაში პირველად, მოკავშირე ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთის იმპერია) სომხების მასობრივი მკვლელობები შეაფასეს, როგორც „დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.

ურუგვაიმ პირველად აღიარა სომეხთა გენოციდი 1965 წელს, რასაც მოჰყვა საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, კვიპროსი, ლიბანი, კანადა, ვენესუელა, ვენეცია,  ვატიკანი, ბოლივია, ჩეხეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი.

2021 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა სომეხთა გენოციდი, ორჯერ გამოიყენა ეს ტერმინი თავის 24 აპრილის გზავნილში და 24 აპრილი გამოაცხადა სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ.

ხოლო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, სენატმა, ცნო სომეხთა გენოციდი 2019 წლის დეკემბერში.

ნახეთ მეტი
Back to top button