პოლიტიკა
ელჩი: ზვართნოცში მიმდინარე პროცესები იმას არ ნიშნავს, რომ სომხეთს ამ მომენტში რუსული ბაზა არ სჭირდება

ახლა დადგა დრო, როდესაც სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების, ჩვენი პარტნიორების, კოლეგებისა და მეგობრების დახმარება აღარ არის საჭირო. ამის შესახებ The Moscow Times-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის ელჩმა ევროკავშირში ტიგრან ბალაიანმა.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მომენტში არ გვჭირდება რუსი მესაზღვრეები ან რუსული ბაზა.
როგორც პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ არის. მის ყოფნას არანაირი კავშირი არ აქვს კუხო-ს შეთანხმებებთან. ის სომხეთში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფება“, – აღნიშნა ელჩმა.







