პოლიტიკა

განიხილეს სომხეთსა  და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები სამხედრო მრეწველობისა და  კოსმოსის სფეროში

სომხეთის  მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა მიიღო საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა  დელეგაცია, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი რონან ლე გლოს ხელმძღვანელობით.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საფრანგეთს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეს და თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხითარ ჰაირაპეტიანმა წარმოადგინა სამინისტროს საქმიანობის სფერო და პრიორიტეტები, კერძოდ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას კიბერუსაფრთხოების, დიგიტალიზაციის, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში განიხილეს სამხედრო მრეწველობისა და კოსმოსური სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ნახეთ მეტი
Back to top button