პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას.

„Armenpress“-ის ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში კითხვაზე გაემგზავრება თუ არა ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა უპასუხა: “არა.”

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართა, ვლადიმერ პუტინმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

ნახეთ მეტი
Back to top button