საერთაშორისო

როგორ გამოიყენა აზერბაიჯანმა „ხიზილალის დიპლომატია“ ევროპულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის

გერმანიის პროკურორებმა ქრთამის აღების და კორუფციის ბრალდება წაუყენეს ოთხ ადამიანს, მათ შორის ორ ყოფილ დეპუტატს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან აზერბაიჯანიდან ქრთამის აღებაში ევროპის საბჭოში ბაქოს სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ.

აქსელ ფიშერი და ედუარდ ლინტნერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ე.წ. „აზერბაიჯანის მეგა-სამრეცხაოში“ იყვნენ ჩართულნი. აზერბაიჯანმა გამოიყენა ეგრეთ წოდებული „ხიზილალის დიპლომატია“ ევროპულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის.

ბაქომ გამოიყენა 2.9 მილიარდი აშშ დოლარის საიდუმლო ფონდი, სხვა საკითხებთან ერთად, შესთავაზა უფასო მოგზაურობები და ძვირადღირებული საჩუქრები ევროპელ დეპუტატებს, რომლებიც, მაგალითად, ხმას მისცემდნენ ბაქოს სასარგებლოდ და ჩაასწორებდნენ  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ანგარიშებს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ათეულობით პოლიტპატიმარი იყო  ციხეში.

მიუნხენის პროკურორებმა ბრალი ასევე წაუყენეს ედუარდ ლინტნერის შვილს, რომელიც ეხმარებოდა კულისებიდან  და ახორციელებდა გადარიცხვებს, ასევე Lintner-ისა და Strenz-ის ყოფილ თანამშრომელს. ასევე, მიუნხენის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი წევრის ელხან სულეიმანოვის წინააღმდეგ. ის ხელმძღვანელობდა ბაქოში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა გადახდები და, როგორც ვარაუდობენ, ფიშმან მოახდინა ფიშერის გადაბირება.

ითვლება, რომ ფიშერმა ხმა მისცა აზერბაიჯანის სასარგებლოდ მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში ომზე კენჭისყრისას.

გამოძიების დროს პოლიციამ გერმანიაში 20-მდე ქონება გაჩხრიკა, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) წევრების ოფისები. მათ გასცეს დაახლოებით 15 ევროპული საგამოძიებო ბრძანება ან ორმხრივი სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა ქვეყნებში, მათ შორის კვიპროსში, ლიხტენშტეინში, ბელგიაში, ესტონეთში, ლატვიაში, აზერბაიჯანში, შვეიცარიასა და თურქეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button