მთავარიპოლიტიკა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  მე-10 სამიტის უხემძღვანელებს  ფაშინიანი  –   უშაკოვი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU)თავმჯდომარეა, ორგანიზაციის საიუბილეო სამიტს უხელმძღვანელებს, რომელიც 8 მაისს მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.

სესია ეძღვნება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მეათე წლისთავს“, – აღნიშნა  უშაკოვმა და დასძინა, რომ EAEU ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს საიუბილეო სამიტი მოსკოვში გამართონ.

ღონისძიება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით გაიმართება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ. წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირია.

როგორც უშაკოვმა აღნიშნა იმავე დღეს გათვალისწინებულია ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.

ნახეთ მეტი
Back to top button