პოლიტიკა

ფაშინიანი და ალიევი 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ  –  პუტინის თანაშემწე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ მიიღებენ მონაწილეობას 9 მაისის გამარჯვების აღლუმში მოსკოვში, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, იუწყება რია ნოვოსტი.

„როგორც ჩანს, აღლუმში მონაწილეობას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვერ შეძლებს და ალიევი ამჯერადაც არ იქნება. ის ახლახან მოსკოვში ჩამოვიდა ფაქტიურად 10 დღის წინ, იყო მასთან მჭიდრო კონტაქტები, პრეზიდენტებს შორის ხუთსაათიანი კონტაქტი და ეს გამოწვეულია იმით, რომ პარალელურად აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება“, – განმარტა უშაკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button