სომხეთის საზოგადოებრივ მულტიპლექსში რუსული პირველი არხის მაუწყებლობა დავალიანების გამო შეწყდა

რუსეთის პირველი არხის გავრცელება სომხეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია. მიზეზებთან დაკავშირებით „ARMENPRESS“-ის შეკითხვას სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა უპასუხა.
– ბატონო მინისტრო, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკაში რუსული პირველი არხის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ. გთხოვთ განმარტოთ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია. რის საფუძველზე შეწყდა რუსული ტელეკომპანიის მაუწყებლობა?
– თანახმად “სომხეთის ტელერადიომაუწყებლობის ქსელი” სს-სა და “1-ლი არხი, მსოფლიო ქსელი” სს-ს შორის არსებული ხელშეკრულებით, “1-ლი არხი, მსოფლიო ქსელმა” არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები და დაუგროვდა 2 ნახევარი თვის დავალიანება.
რუსული არხის (ORT-რედ.) მაუწყებლობა საჯარო მულტიპლექსში დროებით შეჩერებულია დავალიანების სრულად დაფარვამდე.







