სპორტი
სევანელმა სპორტსმენმა ვარაზდატ ჰაკობიანმა დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი და აბსოლუტური რეკორდი სომხეთის “რაინდთა წიგნში”

ვარაზდატ ჰაკობიანმა, გეღარქუნიქის ოლქის ქალაქ სევანის მკვიდრმა, მსოფლიო ძალის ტრიატლონის ჩემპიონმა, სრ “რაინდთა წიგნი”-ს მრავალგზის ჩემპიონმა, სომხეთის სპორტისა და საერთაშორისო კლასის ოსტატმა, სათემო საბჭოს წევრმა, სომხეთის რეკორდი დაამყარა.
როგორც Armenpress-ს აცნობა “რაინდთა წიგნმა”, ვარაზდატ ჰაკობიანმა ზვართნოცის აეროპორტში 15 წამში ხელებზე დამაგრებული თოკით 1 მ 87 სმ -ის მანძილზე გაწია ავიაკომპანია “შირაქ ავიას” 40 ტონა წონის მქონე Boeing 737-500 თვითმფრინავი.
მანამდე ვარაზდატმა დაამყარა “რაინდთა წიგნის” კიდევ ერთი რეკორდი, ოთხი სატვირთო ვაგონის გადაადგილებით, რომელთა საერთო წონა 84 ტონაა.
„სხვათა შორის, ეს იყო პირველი ასეთი რეკორდი სომხეთის რესპუბლიკაში“, – ირწმუნება ვარდან თოვმასიანი.
ხოსროვ ხლღატიანი







