
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება, ეს არის მთავარი თემები, რომლებიც ქალაქ რიგაში ლატვიელ კოლეგასთან დაიგა მიერინასთან განიხილა სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა. ამის შსახებ წერს RUS.LSM.lv.
„ვისაუბრეთ სომხეთის ევროკავშირისკენ სწრაფვაზე და ამიტომ მას სურს დატოვოს კუხო, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. სომხეთმა ასევე გვაცნობა, რომ რუსი სამხედროები ქვეყანას თანდათან ტოვებენ“, – განაცხადა დაიგა მიერიამ.
მანამდე სომხეთის კუხო-ში მონაწილეობის გაყინვის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. მიზეზი რუსეთის უმოქმედობა იყო მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს. მთელი რეგიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამან აჩვენა, რომ სომხეთთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ სრულდება და ახლა სომხეთი სხვა ბლოკში მხარდაჭერის მოძიებას გეგმავს.
„ის, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, იგივე ამბავია, რაც უკრაინაში. მოქმედი გმირები უბრალოდ ცოტა განსხვავებულები არიან. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზია მეზობლების მიმართ. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სურვილი მშვიდობის დამყარება და ამ საკითხში ჩვენ გვჭირდება ლატვიის და სხვა ევროპელი პარტნიორების დახმარება. ჩვენ ვიზიარებთ ლატვიისა და ევროკავშირის წევრების ღირებულებებს, ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა, რომ გავხდეთ ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განუცხადა RUS.LSM.lv-ს.
როგორი იქნება რუსეთის რეაქცია თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანდება? სომხეთი არ ელის რუსეთთან კარგ ურთიერთობას უახლოეს მომავალში, მით უმეტეს, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ნდობა არ არსებობს.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ გარკვეულ ეჭვიანობას, საჭირო იყო კარგი პარტნიორი ყოფილიყო, მოკავშირეები დაეცვა და უნდა მოქცეოდა პარტნიორს პატიოსნად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტნიორი პატარაა. ჩვენს საზოგადოებას აქვს გამოსავალი: ვგავხდეთ ევროკავშირის ნაწილი“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
ლატვია ასევე მხარს უჭერს სომხეთის გზას ევროპისკენ. სეიმის სპიკერმა დაიგა მიერიამ განაცხადა, რომ სომხეთს დემოკრატიული ქვეყნების ერთ ოჯახში ხედავს. 2023 წლის ოქტომბერში ლატვიამ სომხეთს 100 ათასი ევრო გამოუყო პოსტ-ყარაბაღის კრიზისის დასაძლევად, როდესაც ქვეყანაში ლტოლვილთა მასიური ნაკადი იყო. ლატვიაში ვიზიტისას სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ასევე შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს ედგარ რინკევიჩს და საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს, მოინახულა ოკუპაციის მუზეუმი და ყვავილებით შეამკო თავისუფლების ძეგლი.







