
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ სამუშაო ვიზიტით სომხეთს 1 ივლისს ეწვევა, იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ არარატ მირზოიანსა და ლაზარ კომანესკუს შორის შეხვედრა გაიმართება.
1 ივლისიდან სომხეთი იბარებს ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. სომხეთის წინა პრეზიდენტობა ორგანიზაციაში 2018 წელს იყო.







