მთავარიპოლიტიკა

ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის უნიკალური შესაძლებლობა არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ბოლოს მოუღებს ათწლეულების მანძილზე არსებულ კონფლიქტს და ჩემი აზრით, შექმნის უზარმაზარ შესაძლებლობებს რეგიონში ეკონომიკური კავშირების, ეკონომიკური ზრდის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის კავშირების დამყარების თვალსაზრისით. აზერბაიჯანმა ამაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს“, – განაცხადა ამერიკის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

„ჩვენ ამას აქტიურად ვახორციელებდით დიპლომატიური საშუალებებით, ვცდილობდით აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმებებთან დაახლოებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ბლინკენმა.

„ვფიქრობ, ეს ნამდვილად მიღწევადია, განსაკუთრებით ახლა. ამის შესახებ ალიევს მხოლოდ ერთი კვირის წინ ვესაუბრე. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და სრულად შეესაბამება აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხის, ისევე როგორც მთელი რეგიონის ინტერესებს“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button