სპორტი

მსროლელმა  ელმირა კარაპეტიანმა  პარიზში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა

მსროლელმა, სომხეთის ნაკრების წევრმა ელმირა კარაპეტიანმა პარიზში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სომხეთის სროლის ფედერაციაში განაცხადეს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება.

ოლიმპიურ თამაშებზე ელმირა კარაპეტიანის გარდა სომხეთს ასევე წარადგენენ ტანმოვარჯიშეები არტურ დავთიანი და ვაჰაგნ დავთიანი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები არტურ ალექსანიანი, მალხას ამოიანი, სლავიკ გალსტიანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები არსენ ჰარუთიუნიანი და ვაზგენ თევანიანი, ძალოსნები ანდრაიკ კარაპეტიანი და ვარაზდატ ლალაიანი, მოკრივე დავით ჩალოიანი, მოცურავეები ვარსენიკ მანუჩარიანი და არტურ ბარსეღიანი, მორბენალი ერვანდ მკრტჩიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button